20 июн. 2011 г.

რატომ ჯაზი? (მიზანი)



ამბობენ, ჯაზი ელიტისთვის განკუთვნილი მუსიკააო. რამდენად სწორია ეს ფაქტი ვერ გეტყვით, მაგრამ ერთი კი ფაქტია – ყველა ვერ უსმენს ჯაზს, ყველა ვერ იგებს მის ნამდვილ ხიბლს..

ზოგისთვის წარმოუდგენელიც კია თუ როგორ უსმენენ ამ ინსტრუმენტალური იმპროვიზაციის თითქოსდა ერთმანეთში არეულ ჯღერადობას, და თუ მას ვოკალიც ემატება, საზოგადოების გარკვეული ნაწილი მთლიანად შორდება ჯაზურ მუსიკას.
   ეს ეხება ,როგორც უკვე აღვნიშნე, საზოგადოების გარკვეულ ნაწილს. მაგრამ საქმე სხვანაირადაა საქართველოში. აღმოჩნდა რომ ქართველების დიდ უმრავლესობას მოსწონს ჯაზი. ამ მოვლენასთან დაკავშირებით ქართველი ჯაზ–ჯურნალისტი ზურაბ ქარუმიძე, რომელმაც  უახლოეს წარსულში გამოსცა წიგნი "ჯაზის ცხოვრება", ასეთ კომენტარს აკეთებს : "მართლა საინტერესო ფაქტია ის, რომ კავკასიაში თავის დროზევე, ანუ 60–იან წლებში მოიკიდა ფეხი. იყო თბილისშიც, ბაქოშიც, ერევანშიც. ერთი ახსნა ის არის, რომ კავკასიელები ესთეტიკური ერი ვართ... ეტობა იმ იმპროვიზაციამ, რომელიც ჩადებულია ქართულ სიმღერაში, რაღაც თავისებური სიახლოვე გამოამჯღავნა ჯაზურ იმპროვიზაციასთან".
  ჩემთვის ძალზედ გასაკვირი ფაქტი აღმოჩნდა ის რომ, თურმე ახლაგაზრდების უმრავლესბა სწორედ ჯაზით ინტერესდება, და თუ ადრე  ახალგაზრდები როკ ჯგუფებს ქმნიდნენ – ახლა ჯაზ ბენდების შექმნით არიან დაკავებულნი, რაც ერთობ გასახარი ამბავია, რადგან  თუ ზევით აღნიშნული მოსაზრება –  "ჯაზს ელიტალური საზოგადოება უსმენს" სიმართლეა, გამოდის რომ საქართველოში ელიტალური თაობაა წამოსული.



   ჩემი ბლოგის საშუალებით შევეცდები გაგაგებინოთ მეტი ჯაზის შესახებ. ხოლო თუ ჯაზის მოყვარულნი ხართ ისიამოვნეთ ახალი ინფორმაციებით, ვიდეოებითა და საინტერესო ფაქტებით, რომლებსაც მომავალში შემოგთავაზებთ ამავე ბლოგზე :)



 გამოყენებული ინფორმაცია: www.google.com; http://siestabooks.blogspot.com/2010/03/blog-post_02.html

Комментариев нет:

Отправить комментарий