20 июн. 2011 г.

ქართული ჯაზის ისტორია


ქართული ჯაზის პიონერად  ჯანო ბაგრატიონი  ( უფროსი) ითვლება, რომელმაც 30-იან წლებში ჩამოაყალიბა ჯაზ-ორკესტრი.. რომელიც წინ უსწრებდა პოლიტექნიკური ინსტიტუის ჯაზ-ორკესტრს იოსებ ტუღუშის ხელმძღვანელობით... "გეპეის" ორკესტრი ხალხში დიდი სიყვარულითა და სიმპატიით სარგებლობდა...

ომის შემდეგ საქართველოში გამოჩნდა გურამ ბზვანელის ვოკალური კვარტეტი, რომელიც ქართულ საეტრადო სიმღერებთან ერთად მშვენივრად ასრულებდა ჯაზურ მელოდიებსაც.
 იმ პერიოდში ესტრადაზე გამოჩნდა გიული ჩოხელი,  რომელმაც ევროპაში გამორჩეულ ჩეხოსლოვაკიის ჯაზ-ორკესტრთან ( დირიჟორი გუსტავ - ბრომი ) ერთად ჩაწერა რამდენიმე ფირფიტა და სოპოტის ფესტივალზე პირველი ქართველი გამარჯვებუყლი გახდა.
გიულის მიერ შესრულებული სიმღერები სემ კოსლოუს "მისტერ პაგანინი" და გერშვინის " მომხიბვლელი რიტმები" ევროპელი შემსრულებლების ოფროს ფონდში შევიდნენ..
1968 წელს გიული ჩოხელი წარმატებით მონაწილეობდა ჯაზის ლეგენდასთან დიუკ ელინგტონთან  ერთად..
60-იან წლებში ჯაზს უკვე კინო თატრების ფოიეებში და პატარა კლუბებშიც უკრავდნენ,
კინოთეატრ "ამირანში" ფილიმის დაწყებამდე 1 საათით ადრე ჯაზური მუსიკის კონცერტი იმართებოდა, სადაც როიალთან იჯდა მაშინ უცნობი და დღეს უკვე მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსი გია ყანჩელი.
 
იმავე წლებში შეიქმნა საქართველოს სახელმწიფო საესტრადო ორკესტრი "რერო"  რომელიც გიორგი გაბისკირიამ  დაარსა, შემდეგ წარმატებით ჩაუდგა სათავში კონსტანტინე პევზნერი ... გაბისკირია კი,ფუნიკულიორის პარკის რესტორანში მართავდა ჯაზის საღამოებს..
მოგვიანებით შეიქმნდა პირველი ვოკალურ ინსტრუმენტული ანსამბლი ( სსსრ-ში) "ორერა" რობერტ ბარძიმაშვილის ხელმძღვანელობით..
პირველი ამერიკელი ჯაზმენი რომელიც თბილისსში ჩამოვიდა "კლარნეტის მეფე"  ბენი გუდმანი იყო...

მისი კონცერტი 1962-წლს ახლად აშენებულ სპორიტის სასახლეში გაიმართა..
იმავე წლებში დიდი პოპულარობით სარგებლობდა თამაზ ყურაშვილის  ჯაზ-კვარტეტი..
1978 წელს საბჭოთა კავშირში პირველი ჯაზ ფესტივალი თბილისში ჩატარდა...
მისი სულის ჩამდგმელი გახლდად მუსიკათცმოდნე ევგენი მაჭავარიანი..
1979 წელს თბილისში გვეწვია ჯაზის ცოცხალი ლეგენდა ბიბი კინგი..  


გამოყენებული ინფორმაცია: http://forum.ge/?f=16&showtopic=34038612 ; www.google.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий